2024 წლის 24 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N72 აუქციონზე გაიყიდა 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.7 წლის ნარჩენი ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 190 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.350%, მაქსიმალური 8.649%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.435%.