2025 წლის 6 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N1 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 112 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.400%, მაქსიმალური 7.710%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.583%.