2025 წლის 14 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N3 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.600%, მაქსიმალური 7.690%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.641%.