2025 წლის 14 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N4 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 11.7 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.790%, მაქსიმალური 8.849%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.796%.