2025 წლის 21 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N5 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 95 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.688%, მაქსიმალური 8.710%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.702%.