2025 წლის 22 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N1 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.35 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5.3 წელი) სახაზინო ობლიგაციების გამოსყიდვა 7.9 წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.