2025 წლის 29 იანვარს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონი გაიმართება.
2025 წლის 29 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიან ქაღალდებს გაცვლის. გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების საინდენტიფიკაციო ნომერია GETC25530055, ხოლო გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერია GETC30423171.
გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 2025 წლის 28 იანვრის ფასიანი ქაღალდების (GETC30423171) აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.