2025 წლის 11 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N9 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.570%, მაქსიმალური 7.590%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.580%.