2025 წლის 11 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N10 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 11.6 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.850%, მაქსიმალური 8.934%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.871%.