2025 წლის 11 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N15 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.580%, მაქსიმალური 7.620%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.606%.