2025 წლის 11 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N16 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 11.5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 67 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.899%, მაქსიმალური 8.950%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.919%.