2025 წლის 18 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N17 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.8 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 75 000 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.775%, მაქსიმალური 8.900%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.806%.