2025 წლის 19 მარტს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N5 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.2 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5.3 წელი|) სახაზინო ობლიგაციების გამოსყიდვა 7.8 წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.