2025 წლის 25 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N18 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.1 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 130 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.444%, მაქსიმალური 8.950%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.550%.