ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ახალი უფროსი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის მნიშვნელოვან როლზე ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელის პირობებში, უწყება გააგრძელებს ეფექტიან მუშაობას ეკონომიკის უსაფრთხოებისა და განვითარების მიმართულებით.

მან სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო რამიშვილს მადლობა გადაუხადა უწყების ხელმძღვანელობისათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის, კორუფციული გარიგეგების წინააღმდეგ ბრძოლა და ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება, კვლავ სამსახურის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 05ივნისი დღე თვე წელი
2025 04.06 01.06 01.01
  04.06 04.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 920.01 973.5 1 386.2
შემოსულობები : 60.9
206.511 336.1
მ.შ გადასახადები :55.7
176.69 061.9
გადასახდელები : 62.1261.2
10 803.5
ნაშთი ბოლოს : 1 918.8 1 918.81 918.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა