2025 წლის 8 აპრილს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 250 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2596 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 10 აპრილს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 250 მილონი ლარის დეპოზიტს.