2025 წლის 22 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N24 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 119 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.540%, მაქსიმალური 8.810%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.728%.