შეხვედრა მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორთან ანა ბიერდესთან



საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდნენ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას, მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები და მათი მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.

საქართველოს მთავრობის წევრებმა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორს გააცნეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები.

მხარეებმა დაადასტურეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა, ქვეყნისთვის პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტებისა და რეფორმების განხორციელების პროცესში.

ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა