ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა



საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და მიმდინარე და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებსა და რეფორმებს.

ფინანსთა მინისტრმა ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნის განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილი წვლილისთვის და პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებაში თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 06ივნისი დღე თვე წელი
2025 05.06 01.06 01.01
  05.06 05.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 918.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 91.8
298.311 427.9
მ.შ გადასახადები :45.2
221.89 107.2
გადასახდელები : 162.7423.9
10 966.3
ნაშთი ბოლოს : 1 847.8 1 847.81 847.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა