ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა



 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ლაშა ხუციშვილმა მასატო კანდას, კიდევ ერთხელ,მიულოცა მიმდინარე წლის თებერვალში, ADB-ის პრეზიდენტად დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

საუბარი შეეხო ბოლო წლებში საქართველოს მიღწეულ პროგრესს, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელობას. ასევე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.

ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია მომავალშიც გაგრძელდება.

აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის ინვესტიცია, 2007 წელს, მასში საქართველოს გაწევრიანების დღიდან, 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

მიმდინარე წელს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია, მილანი მასპინძლობს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 30მაისი დღე თვე წელი
2025 29.05 01.05 01.01
  29.05 29.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 262.21 619.3 1 386.2
შემოსულობები : 108.6
2 676.511 370.6
მ.შ გადასახადები :42.0
1 690.38 781.3
გადასახდელები : 31.51 956.6
10 417.5
ნაშთი ბოლოს : 2 339.3 2 339.32 339.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა