2025 წლის 10 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N33 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 90 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.280%, მაქსიმალური 7.299%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.290%.