ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა



ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.

შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს.

შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.

ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 550 მლნ აშშ დოლარია.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  17ივლისი დღე თვე წელი
2025 16.07 01.07 01.01
  16.07 16.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 125.01 984.7 1 386.2
შემოსულობები : 132.4
1 490.114 831.3
მ.შ გადასახადები :120.0
1 277.811 812.3
გადასახდელები : 41.51 259.0
14 001.6
ნაშთი ბოლოს : 2 215.8 2 215.82 215.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა