2025 წლის 15 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N41 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 9 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 95 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.690%, მაქსიმალური 9.799%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.735%.