გიორგი თაბუაშვილი: ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა-ანგარიშგება ეჭვის ქვეშ არ დამდგარა



მიმდინარე წლის 20 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ფინანსთა სამინისტროს მისამართით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის წამყვან ეკონომისტთან, რაშმი შანკართან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გასული წლის ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა დადგენილი იყო 2014 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად.

„საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით, წლის ბოლოს დღეებში მოხდა დაგეგმილზე მეტი მოცულობის გადასახადების მობილიზება. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ, კანონმდებლობის სრული დაცვით, აღნიშნული თანხა მიმართა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების ქვეანგარიშზე და ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ საზოგადოებას ინფორმაცია თავადვე არაერთხელ მიეწოდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არანაირი კავშირი, აღნიშნულ თანხას არ აქვს საბიუჯეტო ხარჯებთან, რადგანაც გამორიცხულია გეგმის ზემოთ, თუნდაც ერთი თეთრის დახარჯვა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გარეშე. რაც შეეხება დეფიციტის მაჩვენებელს, საზოგადოებას გვსურს ავუხსნათ, რომ დეფიციტის დათვლისას, ჩვენი კანონმდებლობით ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოებით, სადაც დეფიციტის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხების ბრუნვა. გამომდინარე აქედან, იმის მტკიცება, რომ ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა საბიუჯეტო დეფიციტის მანიპულირება და არასწორი ინფორმაცია მოაწოდა საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს - მცდარი და არაკვალიფიციურია “, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისე მსოფლიო ბანკი ხელმძღვანელობს აღნიშნული მეთოდოლოგიით და არასდროს, მათ მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა-ანგარიშგება.

როგორც აღინიშნა, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციიდან გამომდინარე, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის თავიდან აცილების მიზნით, ამიერიდან, ფინანსთა სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს დეფიციტის მაჩვენებლებს მეთოდოლოგიური ნიუანსების გათვალისწინებით.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

20დეკემბერი დღე თვე წელი
2024 19.12 01.12 01.01
  19.12 19.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 328.61 922.4 1 577.3
შემოსულობები : 134.4
1 773.024 674.9
მ.შ გადასახადები :56.5
1 534.319 592.1
გადასახდელები : 74.21 306.6
23 863.5
ნაშთი ბოლოს : 2 388.8 2 388.82 388.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა