2015 წლის 15 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N14 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 19 250 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 9.950%, მაქსიმალური - 10.450%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.263%.