აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ნაპირდაცვითი ღონისძიებები დაფინანსდება



მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის - პროექტი 4“-ის განხორციელების მიზნით ხელი მოეწერა ხელშეკრულებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა,  იეშიმ ელჰან კაიალარმა.

2016-2019 წლებში, პროექტის განხორციელებისთვის, აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს და ძირითადად დაფინანსდება ქალაქ ბათუმში ნაპირდაცის სამუშაოები.

პროექტს განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელთანაც აზიის განვითარების ბანკმა დღესვე ხელი მოაწერა საპროექტო ხელშეკრულებას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან კაილარმა

ცნობისთვის:

„მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში“, რომელიც ითვალისწინებს ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას, ADB-ს მიერ საქართველოსთვის 2010-2020 წლებში განსაზღვრულია 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს 3 პროექტი:

• „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1”- დაახლოებით 85 მლნ აშშ დოლარი. აღნიშნული პროექტიდან ფინანსდება: თბილისის მეტროს გაგრძელება (ვაჟა-ფშაველას გამზირი), მესტიის გზის რეაბილიტაცია (დასრულდა), ანაკლიის ნაპირდაცვის (I ფაზა) ღონისძიებები;

• „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2”- დაახლოებით 64 მლნ აშშ დოლარი. პროექტიდან ფინანსდება: თბილისი-რუსთავის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა (პირველი და მესამე მონაკვეთი) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდების ლაბორატორიის ინსტიტუციური გაძლიერება;

• „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3”- დაახლოებით 73 მლნ აშშ დოლარი. პროექტიდან ფინანსდება: თბილისი-რუსთავის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა (II მონაკვეთი) და ანაკლიის ნაპირდაცვის (მეორე ფაზა) ღონისძიებები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა