ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს



მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5“-ის განხორციელების მიზნით ხელი მოეწერა ხელშეკრულებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

პროექტისათვის ADB-ი გამოყოფს დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომლითაც 2016 -2019 წლებში, ქალაქ ზუგდიდში, დაფინანსდება კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (MRDI) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG).

დღესვე საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა საპროექტო ხელშეკრულებას. დოკუმენტს ხელი მოაწერს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარი.

ცნობისთვის:
საქართველოში 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წელს ხელი მოეწერა „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას (FFA) 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე. პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).

FFA-ის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს 4 პროექტი ჯამურად დაახლოებით 326 მლნ აშშ დოლარის ოდენობით:
• I პროექტი: მესტიაში და ანაკლიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა (I ფაზა) და ფოთში. ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ნაწილობრივი მშენებლობა;
• II პროექტი: ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია;
• III პროექტი: ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა;
• IV პროექტი: ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ფოთში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

20დეკემბერი დღე თვე წელი
2024 19.12 01.12 01.01
  19.12 19.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 328.61 922.4 1 577.3
შემოსულობები : 134.4
1 773.024 674.9
მ.შ გადასახადები :56.5
1 534.319 592.1
გადასახდელები : 74.21 306.6
23 863.5
ნაშთი ბოლოს : 2 388.8 2 388.82 388.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა