ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა



მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მარკ გრიფითსი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მისიასთან თანამშრომლობით მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირებისა და შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განიხილეს 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა, აგრეთვე ის ცვლილებები, რომელიც შედის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს.

„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები იყოს გარკვეული სტანდარტების შესაბამისი, რაც ასევე არის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რათა ფინანსური სტაბილურობა იყოს ქვეყანაში მიღწეული და ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მაღალი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში, მისიის წევრები საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მუშაობას გააგრძელებენ ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  02ივლისი დღე თვე წელი
2025 01.07 01.07 01.01
  01.07 01.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 984.71 984.7 1 386.2
შემოსულობები : 73.2
73.213 414.0
მ.შ გადასახადები :60.1
60.110 594.6
გადასახდელები : 174.4174.4
12 916.6
ნაშთი ბოლოს : 1 883.6 1 883.61 883.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა