მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს მხრიდან ალტერნატიული მმართველი ნოდარ ხადური სსფ-ის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის აღმასრულებელ-ალტერნატიულ დირექტორს, ვილი კიკენსს (Willy Kiekens) შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე, ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეაფასეს მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.
როგორც აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გრძელდება მოლაპარაკებები, რათა ერთობლივად ჩამოყალიბდეს 2016 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები.