ფინანსთა სამინისტროს განცხადება



საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2016 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:

სამინისტროს საბიუჯეტო პოლიტიკა არის გამჭვირვალე და ღია. ყველა ინფორმაცია, რომელიც ოპონენტებს გააჩნიათ სახელმწიფო ბიუჯეტზე, არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, ამდენად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ყველა ინფორმაცია აბსოლუტურ შესაბამისობაშია ერთმანეთთან და სრულად ასახავს არსებულ რეალობას.

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლები გადაჭარბებულია გეგმასთან მიმართებაში, ხოლო ის, რასაც ოპონენტები შემოსავლებს უწოდებენ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, არის ვალის აღების მაჩვენებელი (ვალდებულებების ზრდა). სახელმწიფო ბიუჯეტმა 2016 წლის 6 თვეში ისესხა 229,5 მლნ ლარით ნაკლები ვალი გეგმასთან მიმართებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტმა ისესხა იმდენი, რამდენიც იანვარ-ივნისში იყო საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნებისთვის. ამას მოწმობს ბიუჯეტის ნაშთის მაჩვენებელიც, რომელიც 6 თვის ბოლოსთვის გეგმით განსაზღვრული იყო 334,5 მლნ ლარით, ხოლო ფაქტიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 371,3 მლნ ლარი.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს - 6 თვის გეგმის მიმართ შესრულებამ შეადგინა 95%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ფინანსთა სამინისტრო არ ცვლის საკუთარ პოლიტიკას და მთელი წლის განმავლობაში უცვლელად ტოვებს 1 იანვარს გამოქვეყნებულ კვარტალურ გეგმებს, რათა საზოგადოებისთვის და მათ შორის, ოპონენტებისთვის, ხელმისაწვდომი იყოს რეალური და დაუმახინჯებელი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კვარტალური ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების დამახინჯების პრაქტიკას აქტიურად მიმართავდა წინა ხელისუფლება, როდესაც კვარტლის ბოლო დღეს ხდებოდა გეგმების მორგება საკასო მონაცემებზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25დეკემბერი დღე თვე წელი
2024 24.12 01.12 01.01
  24.12 24.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 298.21 922.4 1 577.3
შემოსულობები : 66.1
2 027.724 929.6
მ.შ გადასახადები :40.6
1 722.919 780.6
გადასახდელები : 119.21 705.1
24 261.9
ნაშთი ბოლოს : 2 245.1 2 245.12 245.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა