ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გზებს 250 მლნ ევროთი დააფინანსებს



ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს.

შესაბამისი ფინანსური კონტრაქტის ხელმოწერის დადასტურების წერილს 13 ივლისს, ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსური ხელშეკრულებით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა 250 მლნ ევრო საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი განხორციელება შესაძლებლობას მოგვცემს, შემცირდეს მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, აგრეთვე გაზრდის სატრანსპორტო უსაფრთხოებას, ვაჭრობას, ტურიზმსა და საერთაშორისო მიმოსვლას.

პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 14მარტი დღე თვე წელი
2025 13.03 01.03 01.01
  13.03 13.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 012.51 361.3 1 386.2
შემოსულობები : 81.8
646.74 898.0
მ.შ გადასახადები :49.3
516.73 982.6
გადასახდელები : 36.1949.9
5 226.1
ნაშთი ბოლოს : 1 058.1 1 058.11 058.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა