ნიკოლოზ გაგუა: საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისათვის და კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის



ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ მონაწილეობა მიიღო მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს შეეხებოდა. ჟურნალისტების შეკითხვებს ასევე უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. კანონის პროექტი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში. ჩვენ, ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ისეთი მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი დღევანდელი რეალობისათვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.

საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ: თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის  ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობითსახელმწიფო კი, როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების  სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-.

ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.

საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გაითვალისწინებს საინვესტიციო ინსტრუმენტების ლიკვიდურობის და ხარისხობრივი მახასიათებლების მაღალ სტანდარტებს, ისევე, როგორც დივერსიფიცირებულობის და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.

დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება დაგეგმილია 2018 წლის მე-3 კვარტლიდან.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, „საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისათვის, აგრეთვე კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. რაც ყველაზე საგულისხმოა, საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაბამის დროს ღირსეული პენსიის მიღების შესაძლებლობა ექნებათ“. მისი თქმით, კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიების შესახებ არსებული საბაზისო პენსიის გაუქმებას არ ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.

საპენსიო რეფორმაზე, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობსფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებისა და ეროვნულ ბანკის თანამშრომლობით მომზადდა. კანონის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა დონორების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID G4G, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო) აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მათ მხარდაჭერას რეფორმის განხორციელების პროცესში

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

20დეკემბერი დღე თვე წელი
2024 19.12 01.12 01.01
  19.12 19.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 328.61 922.4 1 577.3
შემოსულობები : 134.4
1 773.024 674.9
მ.შ გადასახადები :56.5
1 534.319 592.1
გადასახდელები : 74.21 306.6
23 863.5
ნაშთი ბოლოს : 2 388.8 2 388.82 388.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა