ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა



საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის უფროს ეკონომისტს, ენრიკო აავის შეხვდა, რომელიც 2012-2015 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტს ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე  პროექტები, ასევე  სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის უფროს ეკონომისტს გააცნო ის რეფორმები, რომელის განხორციელებაც წელს დაიწყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორისაა, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა და ციფრული საბაჟოს განვითარება.   

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რათა უწყება ინსტიტუციონალურად  უფრო გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს მისი მომსახურების ხარისხი.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.  

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 27მაისი დღე თვე წელი
2025 23.05 01.05 01.01
  23.05 23.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 315.11 619.3 1 386.2
შემოსულობები : 126.1
2 438.411 132.4
მ.შ გადასახადები :121.9
1 530.78 621.6
გადასახდელები : 134.01 750.5
10 211.4
ნაშთი ბოლოს : 2 307.2 2 307.22 307.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა