ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივა თელავში წარადგინა



19 მარტს, ქალაქ თელავში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

„საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩვენ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი საგადასახადო ინიციატივა  თელავში გავაცანით. ჩვენ მათგან მოვისმინეთ დამატებითი რეკომენდაციები თუ როგორ შეიძლება   კიდევ უფრო დავხვეწოთ ახალი საგადასახადო რეფორმა. რა თქმა უნდა კახეთისთვის აღნიშნულ ინიციატივას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, როგორც მოგეხსენებათ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა მნიშვნელოვნად წაახალისა  მეღვინეობა, ამის გარდა ვხედავთ ტურისტების გაზრდილ ნაკადს და შესაბამისად კახეთს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ აქ მცირე და საშუალო ბიზნესი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საგადასახადო კოდექსში მომზადებულ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა