შიდა აუდიტორთა პროფესიული დღე აღინიშნა



2018 წლის 12 აპრილს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მხარდაჭერით, შიდა აუდიტორთა პროფესიული დღე აღინიშნა.

ღონისძიება გახსნეს და შიდა აუდიტორებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია, შიდა და გარე აუდიტის ინსტიტუტებს შორის პარტნიორობის გაღრმავება. მემორანდუმის გაფორმება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია და ხელს უწყობს სახელმწიფოს წინაშე არსებული საერთო მიზნების მიღწევას.

„მინდა მივულოცო პროფესიული დღე აუდიტორებს. საქართველოში შიდა აუდიტის ინსტიტუტის დამკვიდრება დაიწყო 8 წლის წინ. ეს არის ძალიან სოლიდური რეფორმა. დღეს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, ვფიქრობ, მოხდება მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იმ პრაქტიკის გაზიარებისთვის, რაც არის როგორც შიდა, ასევე, გარე აუდიტის ინსტიტუტებს შორის. საერთო მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო მმართველობის სისტემა გავხადოთ კიდევ უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ მხარდაჭერით შემუშავებული ტერმინთა განმარტებითი კრებულის პრეზენტაცია.

ბროშურის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტებით დამკვიდრებული ტერმინების ქართული შესატყვისების პრაქტიკაში დამკვიდრება, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გააძლიერებს შიდა აუდიტის ინსტიტუტს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია.

ღონისძიებას დაესწრნენ შიდა აუდიტორები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

13 ივლისი დღე თვე წელი
2018 12.07 01.07 01.01
  12.07 12.07
ნაშთი დასაწყისი : 605.5738.7 558.0
შემოსულობები : 74.2327.7 5 974.6
მ.შ გადასახადები :31.3270.44 787.2
გადასახდელები : 29.3 416.05 882.2
ნაშთი ბოლოს : 650.4 650.4650.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2018 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა