ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე: 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება



საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26,0 პროცენტიდან შემცირდა 2017 წელს 24.6 პროცენტამდე, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ზომის შემცირებით, ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია და ეს ტრენდი გაგრძელდება. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, გაზრდილი შემოსავლებით, იმპორტზე ნაკლები დამოკიდებულებით, გაზრდილი საექსპორტო პოტენციალით, შემცირებული მოწყვლადობით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი.
პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 5მაისი დღე თვე წელი
2025 02.05 01.05 01.01
  02.05 02.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 447.21 619.3 1 386.2
შემოსულობები : 73.7
138.88 830.7
მ.შ გადასახადები :69.0
122.67 213.6
გადასახდელები : 43.4280.6
8 739.6
ნაშთი ბოლოს : 1 477.4 1 477.41 477.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა