2018 წლის 18 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N17 აუქციონზე გაიყიდა 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 42 746 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.070%, მაქსიმალური 9.090%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.072%.