ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სარეიტინგო კომპანია Moody's-ის მმართველ დირექტორს შეხვდა



ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის მმართველ დირექტორს ალესტერ ვილსონს (Alastair Wilson) შეხვდა, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკაში არსებული დადებითი დინამიკა, პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ის სტრუქტურული რეფორმები განიხილეს, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლის მიზანია ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფინანსების, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით საქართველოს პოტენციალის გაძლიერება.

საუბარი, ასევე, შეეხო საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანას აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივა, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები.

ამჟამად, სარეიტინგო კომპანია Moody's-ის რეიტინგში საქართველოს Ba2 სტაბილური აქვს მინიჭებული.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 1აპრილი დღე თვე წელი
2025 31.03 01.03 01.01
  31.03 31.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 692.21 361.3 1 386.2
შემოსულობები : 78.9
2 399.16 650.6
მ.შ გადასახადები :40.8
1 962.65 428.5
გადასახდელები : 127.72 116.9
6 393.4
ნაშთი ბოლოს : 1 643.5 1 643.51 643.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა