მამუკა ბახტაძე: მაისში საქართველო პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომას



საქართველოსა და მსოფლიო ბანკის შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენკ ჰიმსკერკმა. შეხვედრა ვაშინგტონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ის პოზიტიური დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება ეკონომიკაში. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება. ასევე, ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევისა და სიღარიბის შემცირებისთვის.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მსოფლიო ბანკში ერთმნიშვნელოვნად არის დაფიქსირებული ის წარმატება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ გასულ წელს. გარკვეული ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ზაფხულში, ველით, რომ მაღალი ალბათობით, მსოფლიო ბანკი და მასში შემავალი ორგანიზაციები გაზრდიან საქართველოსთვის დაფინანსებას, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ამავე დროს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაისში, საქართველოში პირველად ჩატარდება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომა. ეს არის ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკი მომავალშიც განაგრძობს ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას, როგორიცაა საგზაო მაგისტრალების მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა