კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია - სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე



საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება, მიმდინარე წლის და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილებოდა ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორს, ჯიჰად აზურს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე.

შეხვედრებს დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია მრავალმხრივი და ინკლუზიური ზრდისკენ.

„საქართველოს დელეგაციასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟანგმა.

„საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, გვქონდა კარგი შესაძლებლობა, დაგვენახა ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით. აღნიშნული რეფორმები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე, მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ველით მეტ პროგრესს, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს აქვს განვითარების მეტი შესაძლებლობა,“ - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა.

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის მაღალი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18სექტემბერი დღე თვე წელი
2024 17.09 01.09 01.01
  17.09 17.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 386.01 985.4 1 577.3
შემოსულობები : 121.3
1 487.618 168.1
მ.შ გადასახადები :119.9
1 389.514 473.2
გადასახდელები : 36.11 001.9
17 274.2
ნაშთი ბოლოს : 2 471.2 2 471.22 471.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა