ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს იმ ინიციატივის სრული მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას



„მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული. მსოფლიო ბანკისგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ევროკავშირისგან, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, გვაქვს სრული მხარდაჭერა სტრუქტურული რეფორმების გატარების საკითხში, ასევე, გვაქვს იმ ინიციატივის სრული მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია გაეცნოს იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, ეს შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე, იმ რეფორმას, რომელსაც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან განვახორციელებთ და რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეები გადაიხდიან სიმბოლურ, 1%-იან ბრუნვის გადასახადს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნული იყო სსფ-ის პროგრამაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში, ასევე, გამართა მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 1აპრილი დღე თვე წელი
2025 31.03 01.03 01.01
  31.03 31.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 692.21 361.3 1 386.2
შემოსულობები : 78.9
2 399.16 650.6
მ.შ გადასახადები :40.8
1 962.65 428.5
გადასახდელები : 127.72 116.9
6 393.4
ნაშთი ბოლოს : 1 643.5 1 643.51 643.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა