ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას



საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინებში გაემგზავრა, სადაც 3-6 მაისს, ქ. მანილაში მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის 51-ე წლიურ შეხვედრაში. ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.

წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან. ფინანსთა მინისტრი ასევე დაესწრება ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის  (CAREC) წლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს.

ვიზიტის ფარგლებში შედგება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები როგორც კოლეგებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში ძირითადად ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ADB-ის მხრიდან ფინანსდება აგრეთვე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები.

დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 15მაისი დღე თვე წელი
2025 14.05 01.05 01.01
  14.05 14.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 950.01 619.3 1 386.2
შემოსულობები : 143.2
1 412.510 106.2
მ.შ გადასახადები :123.5
634.87 725.7
გადასახდელები : 64.41 003.0
9 463.7
ნაშთი ბოლოს : 2 028.8 2 028.82 028.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა