ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა



აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ დოუსონს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო და კერძო სექტორში ბანკის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. 

„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი. პრეზიდენტ ნაკაოსთან და ბანკის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ქართულ მხარესთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს მეტი განვითარების მიზნით,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა.  

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც აზიის განვითარების ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, ასევე, ხაზი გაესვა, რომ ბანკის მიერ ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გამოყოფილი თანხები, მიზნად ისახავს ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და  სიღარიბის დაძლევის დაჩქარებას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც. 

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 21თებერვალი დღე თვე წელი
2025 20.02 01.02 01.01
  20.02 20.02
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 251.91 424.8 1 386.2
შემოსულობები : 155.9
1 338.63 656.7
მ.შ გადასახადები :80.3
1 195.03 016.3
გადასახდელები : 95.51 451.1
3 730.6
ნაშთი ბოლოს : 1 312.3 1 312.31 312.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<თებერვალი>
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა