მამუკა ბახტაძე: ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველო იქცეს რეგიონის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად



ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველო იქცეს რეგიონის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ CAREC-ის წლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას. 

შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ფილიპინებში, ქ. მანილაში გაიმართა. 

„ჩვენი მიზანია, მოხდეს რეგიონის უფრო მეტად ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. დღეს, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. თუ შეხედავთ აბრეშუმის გზის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების სტრატეგიებს, ვნახავთ, რომ ყველა ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურაში. ამ თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა. თუმცა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოება. საქართველო მიესალმება და სრულად უჭერს მხარს აზიის განვითარების ბანკის კონცეფციას, რომელიც ეხება ვაჭრობას ბარიერების გარეშე.სწორედ ამ კუთხით აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ პირველი ერთობლივი საბაჟო პუნქტის მშენებლობის შესაძლებლობას განვიხილავთ. მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მოდელი ეფექტური ვერ იქნება კერძო სექტორის მონაწილეობის გარეშე. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოში აქტიურადაა ჩართული კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის ქვეყანაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 

როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში  პარტნიორობა ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, საბაჟოსა და ენერგეტიკის სფეროების განვითარებას. 

საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას 2016 წელს შეუერთდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

17იანვარი დღე თვე წელი
2025 16.01 01.01 01.01
  16.01 16.01
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 693.71 386.2 1 386.2
შემოსულობები : 224.7
1 367.81 367.8
მ.შ გადასახადები :187.1
1 108.21 108.2
გადასახდელები : 204.71 040.3
1 040.3
ნაშთი ბოლოს : 1 713.7 1 713.71 713.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა