ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბანკის გენერალურ დირექტორს შეხვდა



საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვენჩაი ჟანგთან და ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან გამართული შეხვედრისას.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ADB-ის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან. განხილვის საგანი იყო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, ასევე, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურეს ADB-ის მისწრაფება მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 06ივნისი დღე თვე წელი
2025 05.06 01.06 01.01
  05.06 05.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 918.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 91.8
298.311 427.9
მ.შ გადასახადები :45.2
221.89 107.2
გადასახდელები : 162.7423.9
10 966.3
ნაშთი ბოლოს : 1 847.8 1 847.81 847.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა