ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა



ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკის (NIB) პირველ ვიცე-პრეზიდენტს, თომას ვრანგდალს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში, საქართველოსა და ბანკს შორის გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში დაიწყება თანამშრომლობა.

„ფინანსურ რესურსთან ერთად, მნიშვნელოვანია ისეთ თემებზე მუშაობა, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა და განათლება. ჩრდილოეთის ქვეყნებს, რომელშიც შედიან სკანდინავიის და ბალტიის ქვეყნები, ამ საკითხებში აქვთ დიდი გამოცდილება, ამიტომ ჩვენთვის ძალიან ღირებული იქნება ეს თანამშრომლობა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
  
„ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა. მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას საქართველოსთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ტემპი, რომლითაც საქართველო მუშაობს თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, მოხდება დოკუმენტზე ხელმოწერა და ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის დაიწყება აქტიური პარტნიორობა,“ - აღნიშნა ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა