მამუკა ბახტაძე: 2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან



2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ბოლო საუკუნეების მანძილზე, საქართველოს აქვს ყველაზე მასშტაბური მხარდაჭერა იმ მისწრაფებებში, რაც ქვეყანას ისტორიულად აქვს - ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა თავისუფალი არჩევანისთვის და ბრძოლა ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის.

„საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ 2018 წლის 26 მაისს, სრულიად განსაკუთრებული როლი უკავია ამ მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, როდესაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ კიდევ ერთი მცდელობა, საქართველო დაბრუნებულიყო თავის ისტორიულ ოჯახში, დაბრუნებულიყო ევროპაში. სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ მათ არ მისცა საშუალება, ბოლომდე შეესრულებინათ თავის მისია, მაგრამ ჩვენს თაობას აქვს სრულიად უნიკალური შანსი და ამავე დროს, პასუხისმგებლობა, რომ წინაპრების დაწყებული გზა ბოლომდე მივიყვანოთ და მივიყვანოთ წარმატებით. დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, როდესაც ვხედავ ასეთ ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, 2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან.

„2018 წელი ფინანსთა სამინისტროსთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ რეფორმას. მათი ნაწილი უკვე ცნობილია და ძალაში შევა მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან. ამასთან ერთად, ჩვენ ზაფხულში დავაანონსებთ კიდევ რამდენიმე რეფორმას, რომელიც ძალაში 2018 წლის შემოდგომიდან შევა. საქართველო დღეს არის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ბაზარზე გვჭირდება ისეთი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში მივიღოთ ინკულიზიური ეკონომიკური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საქართველოში ჩვენ, საწუხაროდ კიდევ გვაქვს სიღარიბის პრობლემა, მაგრამ თითოეული ჩვენი რეფორმა მიმართულია ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისკენ - საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა