ცოტნე ყავლაშვილი: დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია



დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური სტიმულია ბიზნეს სექტორისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა ნაერთ ბიუჯეტში დაფიქსირებული საგადასახადო შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლების შეფასებისას.
როგორც მან განმარტა, 15 ივნისს, იყო საგადასახადო შემოსავლების სავადო თარიღი და ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 232.6 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები.
„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ერთ დღეში ბიუჯეტში შემოსულ თანხებს შორის. ზოგადად, ივნისის თვეზეც გავამახვილებ ყურადღებას, რადგან გვაქვს ძალიან პოზიტიური ტრენდი საგადასახადო შემოსავლების კუთხით. ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს 608 მლნ ლარი, რაც პრაქტიკულად 25%-იან ზრდას აჩვენებს ამ ეტაპისთვის. ივნისში ველოდებით საგადასახადო შემოსავლებს მილიარდი ლარის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის და გააუმჯობესებს იმ პოზიტიურ მაჩვენებელბს, რაც გვქონდა 5 თვის მდგომარეობით. მოგეხსენებათ, 5 თვის მდგომარეობით, გვქონდა 130 მლნ ლარზე მეტი გადაჭარბება. გარდა ამისა, ჩვენ 195 მლნ ლარი გვქონდა მიმართული დაბრუნების ქვეანგარიშზე დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში,“ - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა
მისი თქმით, საგადასახადო მაჩვენებლების მაღალი შესრულება არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის და იმ რეფორმების პაკეტის შედეგი, რაც ბოლო პერიოდში იქნა განხორციელებული. „ვგულისხმობ როგორც საგადასახადო, ისე ხარჯვით პოლიტიკას და ზოგადად, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს სტრუქტურული რეფორმების სახით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა