ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას



,,ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას” - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლოზ გაგუამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე,  მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების დროს სიტყვით გამოსვლისას.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ ფინანსთა მინისტრის კანდიდატის რანგში.  დღეს, მე წარმოვადგენ ფინანსთა სამინისტროს, მის იმ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ორიენტირებულია რეფორმებზე, მათ წარმატებით განხორციელებასა და აღნიშნული რეფორმების კონკრეტულ შედეგებზე. ყველა ეს რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას, რომელიც ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მყარ ფუნდამენტს ეკონომიკაში,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნიკოლოზ გაგუას გაცხადებით, მთავრობის ფისკალური პოლიტიკა და ფისკალური დისციპლინა სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაღალ სტანდარტებს, რაც წარმოადგენს საყრდენს გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ჩვენი ფისკალური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა სსფ-სთან. მიღწეული წარმატებები მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, ასევე, აღიარებულია საკრედიტო რეიტინგის კომპანიების მიერ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვაქვს საკრედიტო რეიტინგების აშკარად გამოკვეთილი  გაუმჯობესების ტრაექტორია,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.
მისი განცხადებით, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე.
„2018-2022 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავს მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციას და გამოთავისუფლებული სახსრების მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის. ძირითადი დაფინანსება მიემართება იმ პროექტებზე, რომლებმაც უნდა შექმნას ქვეყანაში ახალი საგზაო ხერხემალი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსების წყაროები სრულად არის მოძიებული ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

მომავალში შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს. საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენციის მიუხედავად, შეინარჩუნებს სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების 9-10 პროცენტიან ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას,  რომ სოციალური ხარჯები გაიზრდება მშპ-ის ზრდის პროპორციულად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური ჩარჩო გულისხმობს მიმდინარე ხარჯების შემცირებას მშპ-თან მიმართებაში, მთავრობა კვლავ იქნება სოციალურად ორიენტირებული.

„სოციალური უზურნველყოფის მუხლით, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ამ მიმართულებით დაფინანსებამ მშპ-ის 9-10 პროცენტი შეადგინა (2013 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი 7-8 პროცენტის ფარგლებში იყო). მომავალშიც, ხარჯების ზრდასთან ერთად, გადაიდგმება ნაბიჯები სოციალური პროგრამების ხარისხობრივი ზრდის მიმართულებით,  რათა ფინანსური რესურსები მაქსიმალურად იქნეს მორგებული, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების საჭიროებებზე,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.
მისი განცხადებით, შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს და ქვეყნის განვითარების  მოთხოვნებს.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი  საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. „ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წარმატება  დადასტურდა ქვეყნის მე-5 ადგილით, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index) ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვივალობის შეფასებით და PEFA-ს ანგარიშით,“ -განაცხადა მან.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულია და მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები საგადასახადო პოლიტიკის და საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, და ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ასევე, საგადასახადო პოლიტიკა მხარს დაუჭერს ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკას.

„მნიშვნელოვან რეფორმათა შორის, გამოვყოფდი უპრეცედენტო, მცირე ბიზნესისათვის მეგობრული, დაბეგვრის შეღავათიანი  საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რაც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებას ხუთჯერ 5%-დან 1%-მდე. ასევე დღგ-ის ავტომატური დაბრუნების რეფორმას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს ქვეყანაში და შექმნის დამატებული ღირებულების ადმინისტრირების სისტემას, განვითარებულ ქვეყნებში არსებული მაღალი სტანდარტის შესაბამისად,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, გაძლიერდება საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ეფექტიანობა. დაგეგმილი რეფორმების მიზანი კი იქნება გაამარტივოს ბიზნესისათვის ადმინისტრირების ტვირთი და ზოგადად, გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო ქვეყანაში, ახლებური მიდგომებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

„და ბოლოს, მთავრობის საკვანძო მიმართულება არის მცირე მთავრობის კონცეფცია. ის სრულად არის ასახული წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რომლის თანაავტორიც გახლავართ. ჩვენი ხედვა ეფუძნება მცირე, მაგრამ ამავე დროს, ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი მთავრობის კონცეფციას, რომელიც სრულად შეესაბამება და პასუხობს ქვეყნის განვითარების  წინაშე მდგარ გამოწვევებს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლოზ გაგუამ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა