პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა



დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის რანგში მისი ყოფნის პერიოდში აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის. 

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროში მუშაობს მაღალპროფესიონალთა გუნდი, რომელთა უშუალო მონაწილეობით, ბოლო წლებში განხორციელდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი როგორც სტრუქტურული, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეფორმები და ინიციატივები. 

მისი თქმით, ქვეყანაში იწყება დინამიური და ინოვაციური, ამავდროულად, შედეგებზე ორიენტირებული რეფორმების ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ კვლავ აქტიური როლი შეასრულოს ამ რეფორმების განხორციელების პროცესში.

„ჩემთვის მართლაც ძალიან ემოციური დღე და მომენტია თქვენთან შეხვედრა. შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ 7 თვე, რაც ფინანსთა სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, არ არის დიდი პერიოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არ ვთვლი ასე. მინდა, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ვფიქრობ, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რა რეფორმებზეც ჩვენ ვიმუშავეთ, ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და უახლოეს პერიოდში შევა ძალაში, არის  მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი უწყებისთვის. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს. ფინანსთა სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ხერხემალია ჩვენი სახელმწიფოებრიობის და მე ძალიან გამიმართლა, რომ თქვენთან ერთად მომიწია ამ სისტემის განვითარება და ზრუნვა იმაზე, რომ უკეთესი სერვისები შეგვეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, სუბიექტური ვარ შეფასებებში, ვინაიდან მე თქვენი საერთო ოჯახის ნაწილი ვარ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტროში მართლაც ყველაზე გამორჩეული პროფესიონალები მუშაობენ და ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრ თქვენგანს ახსოვს ჩვენი პირველი კომუნიკაცია - გთხოვეთ, რაც შეიძლება მეტი ინიციატივა წამოსულიყო თქვენგან. ვფიქრობ, ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ინიციატივიანი და არ უნდა შეგვეშინდეს გამოწვევების.  მახსოვს, ბევრი ე.წ. ექსპერტისგან მოვისმინე ისეთი ტიპის განცხადება, რომ იმ ამბიციური რეფორმების გეგმას, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ვერ განვახორციელებდით რეალურ ცხოვრებაში და ეს იქნებოდა ძალიან რთული, არა მეგობრებო,  ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია - ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის მთავარი იდეოლოგია და ვფიქრობ, ეს ვრცელდება ყველა სფეროზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, მსურს თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, იმ აქტიური ჩართულობისთვის, რაც იყო თითოეულ რეფორმაში თუ ინიციატივაში და კიდევ ერთხელ, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ვარ ძალიან ამაყი და გამიმართლა, რომ მომეცა თქვენთან ერთად მუშაობის საშუალება,“ - აღნიშნა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.   
                                                               

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

22ნოემბერი დღე თვე წელი
2024 21.11 01.11 01.01
  21.11 21.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 005.12 027.0 1 577.3
შემოსულობები : 142.4
1 527.522 479.3
მ.შ გადასახადები :63.0
1 298.317 836.5
გადასახდელები : 144.51 551.6
22 053.7
ნაშთი ბოლოს : 2 003.0 2 003.02 003.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა